ადამიანს, რომელიც მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს დაფარავს, პატიმრობა უნდა შეეფარდოს - ნათია მეზვრიშვილი

14:09 04-24-2018
135

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამიერიდან კარგი იქნება, თუ დანაშაულის დაფარვის შემთხვევაში კანონი გამკაცრდება, რადგან გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ადამიანმა მძიმე ან განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული დაფარა და სამართალდამცავ სტრუქტურებს არ შეატყობინა. მეზვრიშვილის აზრით, ამ კუთხით დღევანდელი კანონმდებლობით, სასჯელი ძალიან მცირეა:

„პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა, რომელთაც ვალდებულება ეკისრებათ, პოლიციას დანაშაულის შესახებ შეატყობინონ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშუალები დაფარეს. ასეთი დანაშაულის მიმართ, დღევანდელი კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერია, შესაბამისად, სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოვედით.

თუ დღეს მოქმედ კანონსა და ცვლილებებს ერთმანეთს შევადარებთ, გეტყვით, რომ დღევანდელი კანონმდებლობა მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შეუტყონებლობისთვის საკმაოდ დაბალ და ერთსა და იმავე სანქციას ითვალისწინებს. ცვლილებებით კი დანაშაულის დიფერენცირება დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ხდება და იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს – მკვლელობას დაფარავენ, საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მათ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა დაეკისრებათ, რადგან პროექტი ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ეს საზოგადოების მიმართ ერთგვარი მესიჯია, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩადენილია მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული" – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „სისხლის სამართლის კოდექსში” შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.

 

 

ავტორი: