თბილისში, 24-ე საჯარო სკოლასთან სამ არასრულწლოვანსა და ერთ სრულწლოვან მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-მ განუცხადა, ფიზიკურ დაპირისპირებაში ცივი იარაღი არ ფიგურირებს. ინციდენტის მიზეზის დასადგენად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე ოთხივე პირის გამოკითხვა.