სკარლეტ იოჰანსონი შეყვარებულთან ერთად წითელ ხალიჩაზე პოზირებს - ვინ არის ვარსკვლავის რჩეული (ფოტოკოლაჟი)

14:37 04-24-2018
526

ჰოლივუდის ვარსკვლავი, სკარლეტ იოჰანსონი და 35 წლის, სატელევიზიო შოუს SNL-ის  სცენარისტი, კოლინ ჟოსტი, მსოფლიო კონოფესტივალზე, ფილმის შურისმაძიებლები: უსასრულო ომი -ის პრემიერაზე, ერთად იმყოფებოდნენ. წყვილი, დიდი ხნის განმავლობაში, ურთიერთობას არ ასაჯაროვებდა, მაგრამ გასული წლის ბოლოს, ერთად დააფიქსირეს. 

ამ ეტაპზე, სკარლეტი და კოლინი, წითელ ხალიჩაზე, ერთად პოზირებდნენ.  სკარლეტის თაყვანისმცემლებმა, არა მარტო მსახიობის ბრწყინვალება და მისი ბედნიერი გამომეტყველება აღნიშნეს, არამედ, მისი ჩაცმის სტილიც. 

მიუხედავად იმისა, რომ სკარლეტი, ფილმში შურისმაძიებლები, მთავარ როლს ქერა თმებში თამაშობს, წითელ ხალიჩაზე, მუქი ფერის თმებში, იპოზიორა, რაც საზოგადოების მხრიდან, კამათის საგანი გახდა. თაყვანისმცემლების, უმეტესი ნაწილის აზრით, იოჰანსონი, ქერა ან წითურ თმებში, უფრო მიმზიდველია. დანარჩენი ნაწილი, დარწმუნებულია, რომ მსახიობი, თავს ბედნიერად და თვითდაჯერებულად გრძნობს.

სკარლეტი წითელ ხალიჩაზე, ბრჭყვიალა კაბით პოზირებდა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე