მარტის თვეში, 2 წლის ბავშვისთვის დოლბანდის ჩატოვების გამო ოჯახმა იაშვილის კლინიკას უჩივლა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით ოჯახი ახლა საფრანგეთში მკურნალობის კურსს გადის.
როგორც შსს-მ პრაიმტაიმს განუცხადა გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.