დადგება საკითხი გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით - ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ახალმა მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ენგურის ხიდზე, გალში ჩანიშნული შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
როგორც ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილული იქნება ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების დინამიკაც.
დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება უკანასკნელი ერი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, და ძირითადი ასპექტები. ბუნებრივია, დადგება საკითხი 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით. ასევე, იქნება განხილული პროცესების მიმდინარე დინამიკა, - განაცხადა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოთხმხრივი შეხვედრა იმართება. განსახილველად უცვლელი რჩება მთავარი საკითხები, რომელსაც თბილისის დელეგაცია აყენებს.
მზეკო ჟვანია