სალომე ტატიშვილის მამამ სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

14:18 04-25-2018
729

სააპელაციო სასამართლოში, გუდაურში გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დროდადრო ტატიშვილის ახლობლები სასამართლო დარბაზს ტოვებენ. ისინი დაცვის მხარის მიერ წარმოთქმულ სიტყვას აპროტესტებენ.

რამდნეიმე წუთის წინ დარბაზი დატოვა გარდაცვილი სალომე ტატიშვილის მამამაც. მან გიორგი ლიპარტენიანის ადვოკატს ნაძირალა და მატყუარა უწოდა.

12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში დაიღუპა - მას უკანა მხრიდან დიდი სიჩქარით მოსრიალე 19 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. მას მერე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ლიპარტელიანი გაამართლა, ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ოჯახი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და დაუსჯელობის განცდას აჩენს.

ლიპარტელიანს ბრალი სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედებოდა. თითქმის 2-წლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. 

 

 

მიხეილ ჯანგიშერაშვილი