ტეილორ სვიფტი, ცნობილია, როგორც სკანდალური მომღერალი. მისი ცხოვრების შესახებ, ლეგენდები დადის, რომელსაც ჟურნალებიდან და სოციალური ქსელებიდანაც კი შეიტყობთ.
რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, ბანკის დაყაჩაღება, ტეილორის გამო სცადა. ამ ეტაპზე, კი, უცნობი მამაკაცი, მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, ტეილორის აბაზანაში, შხაპი მიიღო და მის საწოლში დაწვა.
პორტალი TMZ-ის ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი, პოპ- ვარსკვლავის სახლში, სახანძრო კიბის საშუალებით შეიპარა, შეამტვრია სახლის ფანჯარა და ოთახში შეიჭრა. ეს მსახიობის, ახალი საცხოვრებელი სახლია, ამიტომ სახლის პატრონი, ამ ეტაპზე, იქ არ იმყოფებოდა.
უცნობმა გადაწყვიტა, კომფორტულად ეგრძნო თავი - ტეილორის სააბაზანოში, შხაპი მიიღო და მის საძინებელში დაიძინა. პოლიციამ, მამაკაცი დააკავა. სასამართლო უწყებამ, მამაკაცს, ბრალდებად, საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეღწევის და პირად ცხოვრებაში, უკანონო თვალთვალის მუხლი წაუყენა.
ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემლები, ამ ფაქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამენ და მომღერალს წარმატებას უსურვებენ.
იხ. ფოტოკოლაჟი: