სალომე ტატიშვილის საქმეში, სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ სცნო

14:55 04-25-2018
8151

გუდაურში სრიალისას დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეში, სააპელაციო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ სცნო. მას მოსამართლემ 3 წელი მიუსაჯა. 

2 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში დაიღუპა - მას უკანა მხრიდან დიდი სიჩქარით მოსრიალე 19 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. მას მერე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ლიპარტელიანი გაამართლა, ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ოჯახი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და დაუსჯელობის განცდას აჩენს.

ლიპარტელიანს ბრალი სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედებოდა. თითქმის 2-წლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. 

 

მიხეილ ჯანგიშერაშვილი