წონაში დაკლებული ლეონარდო დი კაპრიო და სექსუალური მეთიუ მაკკონაჰი "CinemaCon 2018"- ის დაჯილდოების ცერემონიაზე (ფოტოკოლაჟი)

16:09 04-25-2018
432

რამდენიმე დღის წინ, ლას-ვეგასში გაიმართა, კინოფესტინალის CinemaCon 2018, დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც თავიანთი ახალი პროექტები წარადგინეს, ცნობილმა ვარსკვლავებმა ლეონარდო დი კაპრიომ, ტომ ჰერდიმ და მეთიუ მაკკონაჰმა.   

ლეონარდო დი კაპრიო სცენაზე, რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ, ახალ ფილმში მონაწილეობისთვის წარადგინა, რომელმაც სავარაუდოდ, ახალი როლისთვის, შესამჩნევად დაიკლო წონაში. ახალი მხატვრული ფილმის, ერთხელ ჰოლივუდში, პრემიერა, 2019 წლის აგვისტოშია დაგეგმილი. ტარანტინოს განცხადებით, მისი ფილმებთან შედარებით, ეს, ყველაზე ახლოს იქნება კრიმინალურ ქრონიკასთან. რეჟისორი, ყველაზე დიდ იმედებს, ვარსკვლევურ დუეტზე, ლეონარდო დი კაპრიო და ბრედ პიტზე ამყარებს. 

ეს იქნება, პოლ ნიუმენის და რობერტ რედფორდის შემდეგ, ყველაზე სასტიკი დუეტი - განაცხადა ტარანტინომ.

ტომ ჰარდმა, CinemaCon-ის სცენაზე, მიშელ უილიამსთან და რიზ ახმედთან ერთად, ახლი მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, Venom-ი  წარადგინა, რომლის პრემიერა, 2 დღის წინ გაიმართა.  

მეთიუ მაკკონაჰმა კი, ახალი დრამის White Boy Rick-ის შესახებ ისაუბრა, სადაც მსახიობი, მთავარი როლის შემსრულებელია. მისი განცხადებით, ფილმის პრემიერა, 2018 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე