რატომ შეიცვალა საეთერო დრო „ნანუკას შოუმ“

17:37 04-25-2018
1438

დღეს საღამოს სწორედ იმ დროს, როცა „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნანუკას შოუ“ გადიოდა, სტარტს აიღებს „ჩემი სამზარეულოს წესების“ ახალი სეზონი. 

ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „დღეს საღამოს, 22:00 საათზე, წარმოდგენილი ვარ ტელევიზორთან ჩაჯდომით და ჩემი სამზარეულოს წესების ახალი სეზონის პირველი ეპიზოდის ყურებით. „ჩემი ცოლის დაქალების“ შემქმნელებისგან! თქვენც იგივეს გირჩევთ.“ - წერს არხის გენერალური დირექტორი.

როგორც ჩანს, ჩემი სამზარეულოს წესებს ახალი პროდაქშენი ჰყავს „ფორმულა კრეატივის“ სახით. 

„ნანუკას შოუ“ კი „რუსთავი 2“-ის ეთერს 23:00 საათზე დაიკავებს.   

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი