პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტელეკომპანია "იმედის" დარბევისთვის პასუხისგებაში მიცებული სოდ-ის ყოფილი უფროსი, ერეკლე კოდუა საქართველოს გადმოეცეს.
ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ყველა შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან პროკურატურა თუ შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ დაკავებული იქნეს და გადმოეცეს საქართველოს", -განაცხადა ვოლსკიმ.
მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე დოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.