ძველი ზოოპარკიდან ახალ ზოოპარკში ცხოველების გადაყვანა დაიწყეს

19:11 04-25-2018
585
თეგები: ზოოპარკი

თბილისში, ძველი ზოოპარკიდან ახალი ზოოპარკის ვოლიერში ცხოველების გადაყვანა დაიწყო. ამჯერად ახალმოსახლეობა ნიამორებმა და კეთილშობილმა ირმებმა აღნიშნეს. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ვოლიერის ფართობი ჰექტარზე მეტია. ცენტრში ხელოვნური კლდეა ამოწვერილი, სადაც ნიამორებს მეკლდეურობის ბუნებრივი უნარების დახვეწის საშუალება აქვთ. 

ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეა. გასული წლის ივნისში ახალი ზოოპარკის პირველ ვოლიერში დათვები და მგლები შეიყვანეს.

ავტორი: