ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს?

19:33 04-25-2018
323

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო "პრაიმტაიმს" არ ადასტურებს, თავად სოფრომაძესთან დაკავშირება კი, ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, სოფრომაძე დღეს სამსახურში ჩვეულებრივ იმყოფებოდა და გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ზაზა სოფორმაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილე 2014 წლის აგვისტოდან არის. 

ავტორი: