სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ "ელქი", საკუთარი ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. იმისათვის, რომ პრემიერად აირჩიონ, მას 53 დეპუტატის ხმა დასჭირდება.
სომხეთის დედაქალაქი მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. ქალაქის ცენტრალური ქუჩების შემდეგ, დემონსტრანტებმა, აეროპორტის გზა და საქართველოსა და ირანისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს.
სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.