ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი, კომპანია აიისას მიერ, პრეზერვატივების შეფუთვაზე დატანილი, საქრთველოს მეფის, თამარის და სხვა ქართული სიწმინდეების გამოსახვასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმიანება და სოციალურ ქსელში, სტატუსს აქვეყნებს:
იმათზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრაო, პრეზერვატივებზე, ქართული სიწმინდეები, ვინც დაატანაო. არც პრეზერვატივების დარდი მაქვს და არც, მაგ მხატვრების, მარა, რაზეც ეგ პრეზერვატივი ეცმევა, ის არაა ქართული სიწმინდე და სიამაყე? არის და მერე როგორი! ხოდა, ვაფშე რომ ავკრძალოთ და ბუსუსებს გავაყოლოთ, უფრო სამართლიანი არ იქნება? იფიქრეთ ამაზე, სიწმინდეების დამცველებო.
P.S. დღეს, გლახათ ვარ ატეხილი, ძაან- წერს ირინა სარიშვილი.