ფაროსანის შესაწამლ მანქანებს ზუგდიდში აკუმულატორები მოპარეს

15:45 04-26-2018
408
თეგები: ფაროსანა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქურდობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოპარულია 5 აკუმულატორი, რომელიც აზიური ფაროსანის შესაწამლ მანქანებს აქვს ამოცლილი.

"იმედინიუსის" ინფორმაციით, ავტომობილები ზუგდიდის მერიას 25 აპრილს გადაეცა და ისინი მერიის წინ დააყენეს.

ზუგდიდის მერიაში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებენ, შსს-ს ინფორმაციით კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დამნაშავეების დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.