თურქეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს საქართველოში მალე გადმოასვენებენ

10:11 04-27-2018
116

თურქეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე საათში საქართველოში გადმოასვენებენ. "იმედის" ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დაღუპულის ახლობლები შეიკრიბნენ.

ისინი სატელევიზიო კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას სხეულზე ძალადობის კვალი ემჩნევა. მისი შვილი მამის დაღუპვის მიზეზებზე მედიასთან არ ლაპარკობს, თუმცა „ქრონიკასთან“ ადასტურებს, რომ გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და მისი პასუხები ორ თვეში გახდება ცნობილი.

ჯანჯარია თურქეთის ქალაქ იზმირში სამუშაოდ იყო წასული. ის სტამბოლის სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 

ავტორი: