იტალიელმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
შემთხვევა ქალაქ გალარატეში მოხდა. პოლიციამ ქურდები მაშინ დააკავა, როცა დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ. სამივე მათგანი დაკავებულია და პროცესს ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში დაელოდებიან.