"ბიძინა ივანიშვილმაც კი არასოდეს უნდა თქვას არასოდეს" - ზვიად ძიძიგური

16:32 04-27-2018
101

უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმაც კი არასდროს უნდა თქვას სიტყვა არასოდეს. რაც შეეხება მის დაბრუნებას, ფიქრობს, რომ ქვეყანას დადებითად წაადგება მისი პოლიტიკაში დაბრუნება:

"ძალიან ნასიამოვნები ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ბატონმა ბიძინამ მიიღო. ვფიქრობ, ამ გამჭრიახე კაცის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ქვეყანას პოზიტიურად წაადგება. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მეორედ მოსვლას და უკან დაბრუნებას ბიძინა ივანიშვილი არ განიხილავდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმაც კი არასოდეს არ უნდა თქვას, არასოდეს. პოლიტიკაში არასოდეს თქმა პირობითია და არა ფუნდამენტური" - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა გუშინ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ამიერიდან პარტიას უხელმძღვანელებს.

ავტორი: