საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა

17:51 04-27-2018
117

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა. ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი დღეს გუშინ გათავისუფლებული არასრულწლოვანის, ლაშა ხუროშვილის მამამ დატოვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მამა-შვილი რუსმა სამხედროებმა სოფელ ახმაჯთან, ტყეში დააკავეს, სადაც  შეშის მოსატანად იყვნენ წასული.

გათავისუფლებული დავით ხუროშვილი ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადასცეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ.

საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა.

ავტორი: