"არჩევნებზე სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია" - გივი ჭიჭინაძე არჩევნებში წინასწარი შედეგებით ლიდერობს

10:00 04-29-2018
96

წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის შუალედური არჩევნების გამარჯვებული ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი გივი ჭიჭინაძეა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდებოდა.

„დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის – ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. მადლობას ვუხდი ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის. არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.

ცესკომ ამ ეტაპზე შესული ოქმების ნაწილი – 6 ოქმი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 15 684 ხმით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.

მეორე ადგილს „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავაა - 10 404 ხმით იკავებს.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ხმების პროცენტულობა ამგვარად გადანაწილდა:

დამოუკიდებელი კანდიდატი -  ვასილ კოპალიანი 436 - (1.61%)

„ახალი ქრისტიან დემოკრატები“ - მამუკა ტუსკაძე 399 - (1.47%)

„პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველო“ - გიორგი ლილუაშვილი - 124 (0.46%)

„ტრადიციონალისტები“ - ზურაბ ქართველიშვილი - 59 (0.22%)

 

ავტორი: