მალიში ტერაქტების სერიას 40 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თავდასხმები მენაკას რაიონში მოხდა. ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, ჯიჰადისტები ორ სოფელს დაესხნენ თავს და სულ მცირე, 40 მოქალაქე დახოცეს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცია. ისინი ტუარეგთა ტომის წევრები იყვნენ.