სომხეთში საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები განახლდა. ოპოზიციის მომხრეები ერევნის ქუჩებში გამოვიდნენ და ქუჩები გადაკეტეს. სტუდენტების მსვლელობა ერევნის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს.
როგორც ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხდა, დემონსტრანტები დღეს სომხეთის დედაქალაქში რამდენიმე ქუჩას გადაკეტავენ. საღამოს კი შემაჯამებელი საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანაზე გაიმართება.
შეგახსნებთ, რომ ერევანში დემონსტრაციები მარტის ბოლოდან დაიწყო. ოპოზიცამ და მისმა მხარდამჭერებმა პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას მიაღწიეს. თუმცა, როგორც ფრაქცია „ელქსის“ წევრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები გაგრძელდება, ვიდრე სომხეთის პრემიერად ოპოზიციის კანდიდატს არ აირჩევენ და ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.
პრემიერ-მინისტრის არჩევნები პარლამენტში პირველ მაისს არის დანიშნული. ამ თანამდებობზე სამი ფრაქცია მხარს ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას უჭერს. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ისინი საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენენ. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.