საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. მან უკვე მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და ლიბიის საგარეო უწყებასთან შეხვედრებს მართავს.
ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე, რომელიც გემზე სამუშაოდ იყო წასული და დააკავეს, გათავისუფლებულია. კაკაბაძეს გემზე მზარეულად უნდა ემუშავა.