აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

17:58 04-29-2018
138
თეგები: გმირი

აფხაზეთის ომში დაღუპული კიდევ ორი მებრძოლი: 20 წლის ერმილე მაჭარაშვილი და 21 წლის მუხრან მაჭარაშვილი, დღეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთსა და მერჯევში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის ხარჯები საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ დაფარა.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა პირთა იდენტიფიცირება და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთთნამშრომლობით განხორციელდა.

სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია. პროცესი კვლავაც გრძელდება.

ავტორი: