სომხეთის ოპოზიციური ფრაქცია "ელქი" პარლამენტის დანარჩენ სამ ფრაქციასთან შეხვედრებს გამართავს

13:28 04-30-2018
84

საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია "ელქის" წევრ არარატ მირზოიანის თქმით, დღეს მათი ფრაქცია პარლამენტის დანარჩენ სამ ფრაქციასთან, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკურ პარტიასთან შეხვედრებს გამართავს. 

მას შემდეგ, რაც ყველა ფრაქციამ უარი განაცხადა პრემიერის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებაზე, ფაშინიანი ერთადერთ კანდიდატად რჩება. 

ამასთან, სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მომხრებს მოუწოდა, რომ ორშაბათს საპროტესტო აქციები არ გამართონ.

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ "ელქი", საკუთარი ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დაასახელა. იმისათვის, რომ პრემიერად აირჩიონ, მას 105-დან 53 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა. ფაშინიანის მომხრეები საპროტესტო აქციებს ამ დრომდე აგრძელებენ.

ავტორი: