სომხეთის განათლების სამინისტროს თანხმობისა და ფაშინიანის სურვილის შემთხვევაში, ფაშინიანს დიპლომს მისცემენ

14:10 04-30-2018
79

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ЕГУ) ნიკოლ ფაშინიანის საქმის გაცნობის შემდეგ, მზად არის მიმართოს სომხეთის განათლების სამინისტროს და ფაშინიანის თანხმობის შემთხვევაში, იგი უნივერსიტეტში აღადგინოს და დიპლომიც გადასცეს. 

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიის პუბლიკაციები დაიბეჭდა და სტუდენტებმა ხელმოწერები შეაგროვეს.

ფაშინიანი უმაღლესი სასწავლებლიდან 1995 წელს გარიცხეს.

მას შემდეგ, რაც ყველა ფრაქციამ უარი განაცხადა პრემიერის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებაზე, ფაშინიანი ერთადერთი კანდიდატია, რომ სომხეთის პრემიერის ადგილი დაიკავოს. ოპოზიციის ლიდერს ამ თანამდებობის დასაკავებლად 53 ხმა დასჭირდება.

ავტორი: