"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ, ყრილობა კი - 11 მაისს გაიმართება

15:21 04-30-2018
83

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ, 1 მაისს, ყრილობა კი 11 მაისს გაიმართება. ინფორმაციას პარტიის პრესამსახური ავრცლებს. 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩატარდება.  რაც შეეხება ყრილობას, რომელიც 11 მაისს გაიმართება, რიგით მეხუთე იქნება. 

26 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. იგი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

ავტორი: