ექსპერტიზა დაადგენს, უკავშირდება თუ არა ორი ახალგაზრდის გარდაცვალება ნარკოტიკულ საშუალება "მეფედრონს"

15:45 04-30-2018
433
თეგები: მეფედრონი

ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა სწავლობს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ზუსტად, უკავშირდება თუ არა გარდაცვალება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციას, ან ზედოზირებას.

"პრაიმტაიმს" შსს-ში განუმარტეს, რომ ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეოპბს, რაც თვითმკცვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ღამის კლუბ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილიბოლო პერიოდში, ქალაქში გამოჩენილ მომწამლავ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ტრაგიკულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა.

კლუბის დამფუძნებელი მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს დროში მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები ჯანდაცის საკითხების მიმართულებით და სასწრაფოდ დაიბლოკოს ის ვებ-საიტები, საიდანაც ეს კონკრეტული ნივთიერება ხელმისაწვდომი გზებით ვრცელდება.