ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი განმარტებით, ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის გამო, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
რაც შეეხება ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას, უახლოეს მომავალში დასახელდება. საქართველოს ნაკრები კი სრული დატვირთვით მოემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის.