ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარი ამ დრომდე ვერ ჩააქვრეს. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ასევე ადგილზე მიყვანილი ტექნიკა, რათა ტყის გაწმენდა მოხდეს.
ტყეში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.