პარლამენტთან სოფიო კილაძის წინააღმდეგ აქცია იმართება

10:34 05-01-2018
813

თბილისის პარლამენტის შენობასთან ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს. ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენლები აპირებდნენ სირცხვილის დერეფანი მოეწყოთ სოფიო კილაძისთვის, რადგან მან განაცხადა, რომ წელს 17 მაისი, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე არ აღინიშნება.

აქციის მონაწილეები სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს სირცხვილის დერეფნის მოწყობის საშუალებას არ აძლევენ.

აქციაზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ-ერთი წევრი გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს, რომელმაც თანასწორობის მოძრაობის წევრების მიმართულებით კვერცხები ისროლა.