პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.
როგორც პრაიმტაიმს პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სხდომა 14:00 საათზე, პარტიის სათაო ოფისშია დაგეგმილი.
რიგით მეხუთე ყრილობა კი 11 მაისს გაიმართება.
26 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. იგი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.