ე.წ მარშრუტკების ჩანაცვლება ელექტრო ავტობუსებით შესაძლოა ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსოს

11:23 05-01-2018
254

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, რომ შესაძლოა, თბილისში სამარშრუტო ტაქსების ელექტრო ავტობუსებით შევცლა დააფინანსოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საკითხზე მსჯელობა თბილისის მერ კახა კალაძესთან უკვე მიმდინარეობს:

„ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს თბილისის ახალ ხელმძღვანელობასთან, კახა კალაძესთან. ჩვენ ვხედავთ კარგ შესაძლებლობას საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში. მაგალითად, გვჯერა, რომ ე.წ მარშრუტკების ჩანაცვლება ელექტრო ავტობუსებით კარგი და ინოვაციური გზაა. ეს სუფთა ტრანსპორტია" – განაცხადა  ჰუდაკმა.

ავტორი: