ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მის წინააღმდეგ, პარლამენტთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა.
მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციურად მინიჭებული ადამიანის უფლებაა.
რაც შეეხება მისი გადადგომის მოთხოვნას, კილაძემ საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და დამატებით განმარტებებზე უარი თქვა.
თბილისის პარლამენტის შენობასთან ერთდროულად ორი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აპირებდნენ სირცხვილის დერეფანი მოეწყოთ სოფიო კილაძისთვის, რადგან მან განაცხადა, რომ წელს 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე არ აღინიშნება.
სამართალდამცავებმა პარლამენტთან აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს.