"არცერთი ადამიანი არ დარჩება უყურადღებოდ, მათ შორის გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახები"..- აკა სინჯიკაშვილი

12:04 05-01-2018
142

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური მედიის მენეჯერი, აკა სინჯიკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ტყიბულში, გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს დაეხმარნენ.

"რაა მაგარი ამბავია. გუშინწინ და გუშინ შეგროვილი 3 ტონა ტანსაცმელი და ნივთები ჩავიტანეთ ტყიბულში ყველა სოციალურად დაუცველისთვის გადასაცემად. არცერთი ადამიანი არ დარჩება უყურადღებოდ, ვისაც დახმარება სჭირდება, მათ შორის გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახები. დიდი მადლობა ყველას, ვისაც პატარა წვლილი აქვს ამ საქმეში, დიდი მადლობა ტყიბულის მუნიციპალიტეტს და დიიიდი მადლობა ტყიბულის მერიის თანამშრომელ ქალებს, რომლებმაც დაგვაცლევინეს ამხელა მანქანა. თქვენ ასობით სახლში იმედი შეიტანეთ, რომ ადამიანი ადამიანს და ქალაქი ქალაქს ყოველთვის გვერდით უდგას ამ ქვეყანაში. ჩვენ ერთ მთლიან ქალაქს დავეხმარეთ. დიდი მადლობა", - წერს აკა სინჯიკაშვილი.