საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში მიემგზავრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებასა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.