თბილისის აეროპორტში თამბაქოს მოსაწევი სივრცე გაკეთდა

13:23 05-01-2018
224
თეგები: აეროპორტი

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, 102-ე ჩასხდომის ხიდთან თამბაქოს მოსაწევი ადგილი გაკეთდა. ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.

მოსაწევი ადგილი სავენტილაციო სისტემით არის აღჭურვილი.

დღეიდან, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება/მოწევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობებში და აეროპორტის შიდა სარეჟიმო ტერიტორიაზე, გარდა სპეციალურად მოწყობილი მოსაწევი ადგილებისა იკრძალება.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და ის  მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.