დავით საგანელიძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ტოვებს

13:56 05-01-2018
303

დავით საგანელიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ტოვებს. ამის შესახებ საგანელიძემ ქართული ოცნების სათაო ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

ჩემი პოზიცია ის არის, რომ მე ორ წელიწადზე მეტია პოლიტიკაში არ ვარ. პოლიტსაბჭოში ფორმალურად ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას. ამ პერიოდის განმავლობაში მე არცერთი პოლიტიკური  გადაწყვეტილება არ მიმიღია და არც  იქნებოდა სწორი. მე ქვეყნის უმსხვილეს  საფინანსო ინსტიტუტს ვხელმძღვანელობ და ვფიქრობ ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ მეთვითონ გავაკეთებ დღეს განაცხადს, რომ აღარ ვიყო პოლიტსაბჭოში - განაცხადა დავით საგანელიძემ.

პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, რის შემდეგაც რიგით მეხუთე ყრილობაა დაგეგმილი, რომელიც 11 მაისს გაიმართება. 

26 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. იგი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

 

ნინო რაზმაძე