“ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება - თემურ ჭკუასელი

14:08 05-01-2018
145

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის, თემურ ჭკუასელის განცხადებით, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება.

მისი თქმით, პირადად თვითონ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშ სავარაუდოდ აღარ იქნება.

„შემცირდება პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა. მე ვაპირებ დავტოვო პოლიტიკური საბჭო, პრობლემა არ არის, თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის. დაახლოებით ვიცი, რომ პოლიტიკურ საბჭოში იქნებიან პარტიის წევრები, მაგრამ არა დეპუტატები და არა მინისტრები. პარტიის პოლიტსაბჭოს ეხება მხოლოდ პარტიის საკითხები. პარლამენტარს გაცილებით მეტი საქმე აქვს, მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა. გადახალისება სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის პილიტიკურ საბჭოს“, - განაცხადა ჭკუასელმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, რის შემდეგაც რიგით მეხუთე ყრილობაა დაგეგმილი, რომელიც 11 მაისს გაიმართება. 

26 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. იგი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

 

ნინო რაზმაძე