ინგლისის სამეფო ოჯახის, რიგით მეხუთე მემკვიდრე, ახალშობილი, ლუი არტური, პირველად დასაჩუქრდა. პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის ვაჟმა, რამდენიმე დღის წინ, ტელეწამყვანი ჯეიმს კორდენისგან, ბრწყინვალე საჩუქარი მიიღო - ინგლისელი მწერლის, ბეატრის პოტერის, ზღაპრების კრებული, რომელიც 23 ტომისგან შესდგება და რომელიც პატარა ბოცვერზე, პიტერზე მოგვითხრობს.
კორდენის საჩუქრის ღირებულება, 540 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ეს, მისგან შემთხვევითი არჩევანი არ იყო - ჯეიმსი, დისნეის სტუდიის, იგივე სახელწოდების ფილმში, პიტერის გმირს ახმოვანებს. ტელეწამყვანიც, რამდენიმე დღის წინ, მესამე შვილის მშობელი გახდა და საჩუქრების შერჩევაც, მისთვის, სავარაუდოდ რთული, არ იქნებოდა.
ახალშობილის საპატივცემლოდ, ლონდონის მთავარი ქუჩები, ცისფრად შეიღება.
ვიკიპედიაში კი, პატარა პრინცის, ლუი არტურის პირადი გვერდი შეიქმნა.