"დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა..." - აკაკი ზოიძე

16:25 05-01-2018
123

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის საბჭოში დარჩა.

"დავით საგანელიძემ დააყენა ეს საკითხი, თვლიდა, რომ შეიძლებოდა მისი წევრობა სხვაგვარად ყოფილიყო აღქმული, მაგრამ პოლიტსაბჭოზე ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საბჭოში უნდა ყოფილიყო ადამიანი, არა პარლამენტიდან ან მთავრობიდან. ასეთი ადამიანი იყო დავით საგანელიძე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება თავად მას, დეპუტატის თქმით, მისი თვითმიზანი პოლიტსაბჭოს წევრობა არასოდეს ყოფილა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე