გიგა ბოკერია: "ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება არა არაფორმალური მმართველობის დასრულება, არამედ მისი ოფიციალურად გაფორმებაა"

21:22 05-01-2018
183

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება არა არაფორმალური მმართველობის დასრულება, არამედ მისი ოფიციალურად გაფორმებაა. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გადაცემაში რეაქცია განაცხადა. 

გასხვავებული ფორმა არის არალეგიტიმური, არაფორმალური მმართველობის. კომუნისტებს ჰქონდათ ეს მოდელი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პრემიერ-მინისტრი და ყველა თანამდებობის პირი. ეს არის არალეგიტიმური მმართველობის ფორმა. აქ არაფერი არ შეცვლილა, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

მისი თქმით, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება ქვეყანა დაღმასვლას გააგრძელებს. 

ყველა მიმართულებით გვექნება უკუსვლა. ეს არის ადამიანი და მისი გუნდი, რომელსაც არ აქვს არც ხედვა, არც პოლიტიკური პრინციპები, არც კონპეტენცია და აქვს მავნებლური ინსტიქტი - განაცხადა უგულავამ.