ნიკა მელია: დიმიტრი ქუმსიშვილმა ცოლის ბიძაშვილს 700-ათასიანი ტენდერი მოაგებინა

23:01 05-01-2018
154

დიმიტრი ქუმსიშვილმა ცოლის ბიძაშვილს 700-ათასიანი ტენდერი მოაგებინა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრამ ნიკა მელიამ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.

"ამ ერთი ფაქტის გამო დღესვე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რომელიც მხილებული არის მერამდენჯერ კორუფციაში. გამოაცხადეს მილიონ ლარამდე ტენდერი, თითქოს საინფორმაციო კამპანია აწარმოონ და აუხსნან გაუბედურებულ ხალხს, როგორ უნდა მოიხმარონ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ესა თუ ის პრეპარატი. ვინ მოიგო ეს ტენდერი, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავდა? მოიგო ქუმსიშვილის მეუღლის ბიძაშვილმა მოიგო. კონკრეტულად, ხვალ მე ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან ვისაუბრებ" - განაცხადა მელიამ.