მეუფე პეტრე: ეკლესია არ აღმოჩნდა მზად იმ ნდობისთვის, რომელიც გამოუცხადა მას პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართველმა ხალხმა

23:39 05-01-2018
236

ეკლესია არ აღმოჩნდა მზად იმ ნდობისთვის, რომელიც გამოუცხადა მას პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართველმა ხალხმა - ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა. 

"გავიხსენებდი მის უწმინდესობის მიერ მოყოლილს, მე არ ვიცნობდი და არ მოვსწრებივარ ზურაბ ჭავჭავაძეს, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერნტი იყო და მერე წავიდა პოლიტიკაში. პატრიარქი მეუბნებოდა: "როდესაც იუმორით ვეკითხებოდი ეკლესიიდან პოლიტიკაში რატომ წავიდა, ის თითქოს წინაწარმეტყველებდაო, რომ თქვენო უწმინდესობა იცით, მე ვგრძნობ, რომ საქართველო მოიპოვებს დამოკიდებლობას და ჩვენ ამისთვის არ ვიქნებით მზადო. მე მინდაო, ჩემი წვლილი შევიტანო იმისთვის, რომ მზად შევხვდეთ ღვთისაგან მომადლებულ თავისუფლებას". აბსოლუტურად სწორი დამოკიდებულება იყო, რაც 90-იანმა წლებმა გვიჩვენა. ფაქტიურად, ეკლესიაც არ აღმოჩნდა მზად ამ დიდი პატივისათვის და იმ ნდობისთვის, რომელიც გამოუცხადა მას პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართველმა ხალხმა" - განაცხადა მეუფე პეტრემ.