მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, "ძალიან ხშირად არასახელმწიფოერბრივი და არაქრისტიანული განცხადებები გვესმის სასულიერო პირების გამოსვლებში". ამის შესახებ მეუფე პეტრემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
"არაეფექტური და ჩაკეტილი სისტემაა საპატრიარქოში, ძალიან ხშირად არასახელმწიფოერბრივი და არაქრისტიანული განცხადებები გვესმის სასულიერო პირების გამოსვლებში და გული მწყდება იმ ფაქტზე, რომ რაღაც განცხადებები საპატრიარქოს სახლით კეთდება. უცნაურია, არ არის შეთანხმებული წმინდა სინოდის წევრებთან და არ არის ერთსულოვნებით მიღებული გადაწყვეტილება. დამაფიქრებელია პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, რომელებიც სპეკულირებდნენ პატრიარქთან იმ ფაქტით, რომ ეკლესიას აქვს მაღალი ნდობა და პატრიარქს აქვს მაღალი რეიტინგი. რა თქმა უნდა, გასულმა წელმა უფრო სააშკარაოზე გამოიტანა და ამ განსაცდელისთვის ვერ აღმოვჩნდით მზად",- განაცხადა მეუფე პეტრემ.