არქიტექტურის სამსახურის განახლებულის სისტემით მუშაობა საკადრო ცვლილებებს არ ითვალისწინებს - ირაკლი ხმალაძე

11:33 05-02-2018
92

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, არქიტექტურის სამსახურის განახლებულის სისტემით მუშაობა საკადრო ცვლილებებს არ ითვალისწინებს. 

"10 მაისიდან არქიტექტურის სამსახური განახლებული სისტემით დაიწყებს მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეული ხარვეზების დიდი ნაწილი, რომელიც არქიტექტურის სამსახურშია, იქნება აღმოფხვრილი. თანამშომლებთან შევჯერდით უკვე მუშაობის პრინციპზე. საკადრო ცვლილებები არ იქნება. არქიტექტურის სამსახურში გვინდა გავზარდოთ რესურსი. რამდენიმე პრობლემა დაასახელა დღეს დედაქალაქის მერმა, ეს არის: ვადების სისტემატური დარღვევა, მოულოდნელი და დაუსაბუთებელი ვადების გაგრძელება, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და ა.შ. - განაცხადა ხმალაძემ.

 

ნინო რაზმაძე