"2016 წლის არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიზანმიმართული შესუსტება მოხდა" - გიორგი მარგველაშვილი

13:06 05-02-2018
81

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აზრით 2016 წლის არჩევნები პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა იყო. ასევე, ეს იყო მიზანმიმართული შესუსტება პოლიტიკური პარტიების, როგორც მთავარი მოთამაშეებისა პოლიტიკურ სივრცეში - ამის შესახენ პრეზიდენტმა პარლამენტის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:

 "ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის, რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არც ერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით. 

თუმცა, როცა მახსენდება 2015 წელს წამების კადრების საჯარო ჩვენება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები. ამ წლების განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს სახე და აღარ არის აგრესიული. წინა წლებისგან განსხვავებით, მოქალაქეს სახელმწიფოსი აღარ ეშინია. ეს ნიშნული თავიდანვე 2012 წელს დაიდო ხელისუფლების ცვლილების დროს და ეს ნიშნული შენარჩუნებულია" - განაცხადა მარგველაშვილმა.

გამოცხადებული შესვენების შემდეგ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება.

ავტორი: