ირმა ინაშვილს პრეზიდენტის ანგარიში მოსწონს

13:16 05-02-2018
105

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დადებითად აფასებს.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ანგარიშში აქცენტები საინტერესოდ იყო დასმული​.

"აქცენტები საინტერესოდ იყო დასმული, რაზეც ჩემ გამოსვლაში ვილაპარაკებ. არჩევნების თემატიკა იყო საინტერესო, ოპოზიციის განვითარების საკითხი იყო საინტერესო. ასევე, საინტერესო იყო საუბარი იმაზე, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ერთი ძალის ხელში.

იგრძნობა, რომ ქვეყანაზე არავინ ზრუნავს და ხალხი მშიერია, იგრძნობა რომ ბევრია სიტყვები და ცოტაა ხალხზე ზრუნვა. ზრუნვა საქმეში უნდა გამოიხატებოდეს“, – განუცხადა "პირველ არხს" ირმა ინაშვილმა.