"კარებთან ახლოს ვზივარ..." - ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რატომ ჩამოართვა პრეზიდენტს ხელი

13:24 05-02-2018
280

საპრლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რატომ აღმოჩნდა ერთადერთი დეპუტატი სხდომათა დარბაზში, რომელმაც პრეზიდენტს ხელი ჩამოართვა. 

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვს, რომ მისალმება გამოიხატოს ხელის ჩამორთმევით.

"ყველაფერს თავისი წესი აქვს, შესაბამისად, დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვს, რომ მისალმება გამოიხატოს ხელის ჩამორთმევით. ბუნებრივია, კარებთან ახლოს ვზივარ, ალბათ, ეს გარემოებაც უწყობს ხელს, მაგრამ მისი შეხედულების მიხედვით წყდება მარჯვენა მხარეს მსხდომებს ჩამოართმევს ხელს, თუ მარჯვენა მხარეს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე